თავში

რამდენი აქტიური შემთხვევაა და როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა საქართველოში

რამდენი აქტიური შემთხვევაა და როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა
რამდენი აქტიური შემთხვევაა და როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა საქართველოში

ქვეყანაში ინფიცირების აქტიური შემთხვევებიდან, 670 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.  ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი. 

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 903, საიდანაც:

2 842 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 395, აჭარაში - 214, იმერეთში - 564.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670 პირი, მათ შორის, თბილისში - 310, აჭარაში - 48, იმერეთში - 173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში - 134, აჭარაში- 1, იმერეთში - 20.

347 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 174 - თბილისში, 121 - აჭარაში, 15 - იმერეთში.

3 714 პირი ვირუსისმკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ. 


ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 742 შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 1081 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 245 527-მდე.

გარდაიცვალა 12 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 108 პირი ემსხვერპლა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system