თავში

რამდენი ბავშვი დარჩება პანსიონში - რას ამბობს ახალი ხელმძღვანელი

რამდენი ბავშვი დარჩება პანსიონში - რას ამბობს ახალი ხელმძღვანელი
რამდენი ბავშვი დარჩება პანსიონში - რას ამბობს ახალი ხელმძღვანელი

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში იმდენი ბენეფიციარი დარჩება, რამდენსაც მოესურვება.

"რამდენ ბენეფიციარსაც ენდომება დარჩენა, იმდენი დარჩება. მოძალადეები ხომ არ ვართ. თქვენი ინტერესი რა არის, დაიცალოს ახლავე, თუ ვისაც უნდა ყოფნა, იყოს და მერე, როცა მოხდება სახეცვლილება, იმაში მოხვდნენ. ასევე, სოციალური მუშაკები სულ მათთან არიან, მათი დაკვირვების ქვეშ და ბავშვების საუკეთესო ინტერესებს გავითვალისწინებთ აუცილებლად. შემოსული ვარ, რათა სიტუაციას გავეცნო. არ ვარ დახურული ადამიანი. თუ რამე შეცდომაა, ჩემს შეცდომაზეც ვსაუბრობ ხოლმე. ჯერ ჩემსას ვხედავ, შემდეგ სხვისას.

სოციალური მუშაკები მუშაობენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იყვნენ შემოსული. კითხვები დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ. ადრე რა იყო, არ ვიცი. ადრეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. ვფიქრობ, არასწორი და მაგაზე ვიდავებთ აუცილებლად", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system