საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია მიმდინარეობს. ქვეყანაში არსებული ოთხი ვაქცინიდან ნებისმიერის დაჯავშნა არავაქცინირებულ პირს სპეციალური სარეგისტრაციო პორტალით შეუძლია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას ვაქცინის არსებული დოზების რაოდენობის შესახებ.
ფაიზერი - 454
სინოვაკი - 50 700
სინოფარმი - 61 060
ასტრაზენეკა - 21 590
მოქალაქეებს რეგისტრაცია სატელეფონო ხაზის საშუალებითაც შეუძლიათ. უახლოეს პერიოდში მოსახლეობას ვაქცინის ცოცხალი რიგით მიღებაც შეეძლება.