თავში

რამდენი ექიმი დარეგისტრირდა და აიცრა საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით

რამდენი ექიმი დარეგისტრირდა და აიცრა საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით
რამდენი ექიმი დარეგისტრირდა და აიცრა საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინით

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პირველი დღისთვის 3 500 მედიკოსი დარეგისტრირდა და ამ დროისთვის 500 ექიმი უკვე აიცრა. 

"დღეს მხოლოდ პირველი დღეა და ამ მომენტისთვის 3500-მდე ჩვენი მოქალაქეა დარეგისტრირებული. ეს პროცესი გრძელდება და უკვე 500-მდე ექიმია აცრილი. რა თქმა უნდა, საქართველო გამონაკლისი არ არის და სხვა ქვეყნებსაც აქვთ პრობლემები ვაქცინაციასთან დაკავშირებით. 

ეს პროცესი რომ რთული იქნებოდა, გათვიცნობიერებული გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად, როგორც მზაობა, ასევე სანდოობა გაიზრდება. ის, რომ პირველ რიგში ექიმები იცრებიან, ზრუნვის კომპონენტი და საერთაშორისო მიდგომაა მათ მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება ის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც ყველაზე სწორად წარიმართება ეს პროცესი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system