თავში

რამდენი ინფიცირებულის მდგომარეობაა მძიმე საქართველოში

რამდენი ინფიცირებულის მდგომარეობაა მძიმე საქართველოში
რამდენი ინფიცირებულის მდგომარეობაა მძიმე საქართველოში

ინფიცირების 27 456 აქტიური შემთხვევიდან, 1 116 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მართვით სუნთქვაზე 395 პირი იმყოფება. 

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 981, აჭარაში – 1 009, იმერეთში – 1 252. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 116 პირი, მათ შორის, თბილისში – 521, აჭარაში – 154, იმერეთში – 261. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 395 პირი, მათგან თბილისში – 204, აჭარაში – 38, იმერეთში – 55. 4 067 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 318 – თბილისში, 2 004 – აჭარაში, 424 – იმერეთში," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 450 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 158 154-მდე გაიზარდა.

გარდაიცვალა 37 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 462 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system