თავში

რამდენი ხნით დაწესდა კარანტინი მესტიაში

რამდენი ხნით დაწესდა კარანტინი მესტიაში
რამდენი ხნით დაწესდა კარანტინი მესტიაში

"მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა გამოგვყვეს, დაუჯერონ ექიმებს, შტაბს, ხელისუფლებას,"- ამის შესახებ რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო რეჟიმზე საუბრისას განაცხადა.

სუბარის ტქმით, მნიშვნელოვანია მოსახლებამ ჩაიტაროს ტესტირება.

"მინდა, გითხრათ დამატებით, რომ შტაბი შექმნილია „კოვიდის“ გავრცელების დაწყების პირველივე დღეებიდანვე. ეს დღეები და სანამ საჭირო იქნება, შტაბი იმუშავებს გაძლიერებულ რეჟიმში. მე პირადად მივდივარ დღეს და ვიქნები ადგილზე. ამ თვეების განმავლობაში დაგვიგროვდა საკმაოდ დიდი გამოცდილება, გარკვეულწილად ცუდი გამოცდილება, მაგრამ მმართველობის თვალსაზრისით კარგი გამოცდილება, მარნეულში ყარაჯალაში თუ სხვადასხვა რეგიონებში, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება. ეს ეხება მოსახლეობის სურსათით თუ მედიკამენტებით მომარაგებას, ასევე ავადმყოფებთან დაკავშირებული სიტუაციების მართვას, თუ პირიქით, პროდუქციის წამოღებას. როგორ უნდა ვიფუნქციონიროთ ისე, რომ ის აუცილებელი თუ სასიცოცხლო ბიზნესები, რომლებიც საჭიროა რეგიონისთვის თუ ქვეყნისთვის, არ გაჩერდეს და პარალელურად, სრულად ვაკონტროლოთ ეპიდვითარება," - განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, ვითარებას ართულებს ის, რომ მესტიაში არის ბევრი ტურისტი.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენი ხნით დაწესდა კარანტინი მესტიაში, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ 28-დღიანი ვადა შეიძლება შემცირდეს, მოსახლეობის დამყოლობიდან გამომდინარე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system