თავში

რამდენი ხნით შენარჩუნდება შეზღუდვები აჭარაში

რამდენი ხნით შენარჩუნდება შეზღუდვები აჭარაში
რამდენი ხნით შენარჩუნდება შეზღუდვები აჭარაში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მობილობის შესამცირებლად, ბათუმში ხვალიდან, 25 სექტემბრიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, ზეგიდან კი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

"შეზღუდვები საშუალებას მოგვცემს, მობილობა შევამციროთ 15-20 პროცენტით, ეს არ არის მძიმე შეზღუდვები და მოგვცემს სტაბილიზაციის ეფექტს. მობილობის შეზღუდვა ეხება და უკავშირდება არა მოსახლეობის პირველად საჭიროებებს, არამედ გართობასა და სოციალურ თავყრილობებს. სწორედ ასეთ სოციალურ შეკრებებზე ხდება წესების დარღვევა და ასეთი შეკრებებია ეპიდემიის გავრცელების წყარო. შეზღუდვების ვადა დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, თუმცა, სავარაუდოდ, ორი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, ვინაიდან კორონავირუსს სწორედ ორკვირიანი ციკლი ახასიათებს," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system