თავში

რამდენი ხნით ტოვებს კოვიდი იმუნიტეტს - გამყრელიძის განმარტება

რამდენი ხნით ტოვებს კოვიდი იმუნიტეტს - გამყრელიძის განმარტება
რამდენი ხნით ტოვებს კოვიდი იმუნიტეტს - გამყრელიძის განმარტება

ზოგიერთი კვლევით, ანტისხეულები ვირუსის გადატანიდან 3-6 თვის შემდეგ დავარდა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი უკვე 10 თვეა არსებობს, რეინფიცირების სულ ერთეული შემთხვევებია აღწერილი.

„ეს ვირუსი კი არის უკვე 10 თვის ისტორიის, მაგრამ რეინფიცირების სულ ერთეული შემთხვევაა აღწერილი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ინფექცია ასტიმულირებს როგორც ჰუმორულ, ასევე უჯრედულ იმუნიტეტს და გარკვეული პერიოდი რჩება ორგანიზმში.

რამდენი ხნის განმავლობაში რჩება იმუნიტეტი კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ – ამაზე დიდი კვლევები მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, რადგან ზოგიერთი კვლევით, ანტისხეულები ვირუსის გადატანიდან 3-6 თვის შემდეგ დავარდა, თუმცა რჩება მეორე, უჯრედული იმუნიტეტი“, – აცხადებს გამყრელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system