თავში

რამდენი ლარია ჯარიმა ქორწილის ან ქელეხის გადახდისთვის

რამდენი ლარია ჯარიმა ქორწილის ან ქელეხის გადახდისთვის
რამდენი ლარია ჯარიმა ქორწილის ან ქელეხის გადახდისთვის

ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გადახდის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან. აღნიშნული რეგულაციის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

განცხადება ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებულ რეგულაციებზე საუბრისას გააკეთა.

„მთავრობის რეგულაციებით იკრძალება ისეთი ღონისძიებები როგორიცაა: ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და მასობრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სოციალური ღონისძიებების გამართვა. იცით, რომ 10 პირამდე შეკრებაა ნებადართული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ ასეთი მასშტაბური ხასიათის ღონისძიებები აკრძალულია და თუკი ასეთი რამ მოხდება, ეს ჩაჯდება მძიმე დარღვევაში და ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 2000 ლარიანი სანქციით და იურიდიული პირები 10 000 ლარიანი ჯარიმით. თუმცა, მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება მაღალი პასუხისმგებლობის, როგორც ეს აქამდე იყო და ასეთი ტიპის დარღვევები არ გვექნება. ასეთი მძიმე დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system