თავში

რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში

რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში
რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 26 693, საიდანაც: 5 637 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 242, აჭარაში - 607, იმერეთში - 1 049. 

მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, თბილისში - 512, აჭარაში - 151, იმერეთში - 350.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 354 პირი, მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 18, იმერეთში - 30. 1 350 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 741 - თბილისში, 377 - აჭარაში. 19 706 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 149 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 877 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system