
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 49 619 საიდანაც:
6 648 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 553, აჭარაში - 554, იმერეთში - 1 429.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 640 პირი, მათ შორის, თბილისში - 615, აჭარაში - 132, იმერეთში - 504.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 338 პირი, მათგან თბილისში - 186, აჭარაში - 40, იმერეთში - 31.
1 159 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 232 - აჭარაში.
41 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 3.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 3 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 137 ადამიანი.
კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.
ნახეთ, როგორია კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი.