თავში

რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში

რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში
რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 44 652 საიდანაც: 

6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 453, აჭარაში - 523, იმერეთში - 1 316. 

მძიმე პაციენტია 1 559 პირი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში - 122, იმერეთში - 462. 

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 340 პირი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 32, იმერეთში - 32. 

1 178 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 716 - თბილისში, 279 - აჭარაში. 

37 188პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 8 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 260 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system