
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 25 793 საიდანაც:
4 712 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 073, აჭარაში - 486, იმერეთში - 893.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 211 პირი, მათ შორის, თბილისში - 554, აჭარაში - 119, იმერეთში - 334.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 36, იმერეთში - 27.
873 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 550 - თბილისში, 214- აჭარაში. 20 208 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 30 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 997 ადამიანი.