თავში

რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში

რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში
რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 772 საიდანაც: 5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 428, აჭარაში - 664, იმერეთში - 1 046. 

მძიმე პაციენტია 1 387 პირი, მათ შორის, თბილისში - 557, აჭარაში - 167, იმერეთში - 356. 

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში - 207, აჭარაში - 29, იმერეთში - 25.

1 539 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 903 - თბილისში, 367 - აჭარაში.

20 351 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 76, ხოლო აჭარაში - 2. 

სულ 6 ოქტომბრიდან - 13 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 147 პირი. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 999 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system