თავში

რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში

რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში
რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში

ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 26 255 საიდანაც:

4 372 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 034, აჭარაში - 510, იმერეთში - 735.

მძიმე პაციენტია 1 120 პირი, მათ შორის, თბილისში - 553, აჭარაში - 124, იმერეთში - 277. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი, მათგან თბილისში - 153, აჭარაში - 33, იმერეთში - 30.

936 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 628 - თბილისში, 269 - აჭარაში.

20 947 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 5 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 503 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system