თავში

რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში

რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში
რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 19 539 საიდანაც: 4 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 608, აჭარაში - 422, იმერეთში - 901. 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 386, აჭარაში - 122, იმერეთში - 305. 

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი, მათგან თბილისში - 170, აჭარაში - 21, იმერეთში - 31.

744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 372 - თბილისში, 215 - აჭარაში. 14 435 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 27 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 178 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 792 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system