თავში

რამდენი მედიკოსი დაინფიცირდა საქართველოში

რამდენი მედიკოსი დაინფიცირდა საქართველოში
რამდენი მედიკოსი დაინფიცირდა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის ინფიცირების 129 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 111 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 18 ტექნიკური პერსონალი. ეს კი ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (980 დადასტურებული შემთხვევა) 13.2%-ს შეადგენს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისანგარიშშია აღნიშნული.

პროფესიული ჯგუფების მიხედვით, შემთხვევათა ნახევარზე მეტი ექთნებზე მოდის, მათგან ერთი გარდაიცვალა.

სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 111 შემთხვევიდან ერთი კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში განისაზღვრა როგორც 110, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 11.2%-ია. პროფესიული ჯგუფების მიხედვით, შემთხვევათა ნახევარზე მეტი ექთნებზე მოდის.

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის 1 155 შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 929 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 16 კი - გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system