თავში

რამდენი მოზარდია აცრილი საქართველოში კორონავირუსზე

რამდენი მოზარდია აცრილი საქართველოში კორონავირუსზე
რამდენი მოზარდია აცრილი საქართველოში კორონავირუსზე

ვაქცინაციის პროცესი მეტ გააქტიურებას საჭიროებს, მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, 16-17 წლის მოზარდების საერთო რაოდენობა ქვეყანაში დაახლოებით 100-120 ათასია, მათგან მხოლოდ 5000-მდეა ვაქცინირებული, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია.

„თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასაკობრივი ჯგუფი სულ ახლახან შეირჩა. ეს პროცესი რა თქმა უნდა მეტ გააქტიურებას საჭიროებს, მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული, პირველ რიგში ოჯახი, რადგან ბავშვის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 16-17 წლისები არიან, აუცილებლად უნდა იყოს მიღებული გაცნობიერებულად“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system