
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 219 სკოლა და 493 კლასი გადავიდა.
რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, უწყების ცნობით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1,1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,5%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გარდაიცვალა 40 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი.