თავში

რამდენიმე კვირაში ჩვენი კლინიკა კოვიდინფექციასთან ომს მოიგებს - VIDEO

რამდენიმე კვირაში ჩვენი კლინიკა კოვიდინფექციასთან ომს მოიგებს - VIDEO
რამდენიმე კვირაში ჩვენი კლინიკა კოვიდინფექციასთან ომს მოიგებს - VIDEO

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. 

გარდა ამისა, დღის ბოლომდე, განმეორებით კვლევის შედეგად, 10 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს, ბოლო 24 საათში, საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ლევან რატიანის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ტენდენცია შენარჩუნდება და რამდენიმე კვირაში მისი კლინიკა კორონავირუსთან ომს მოიგებს.  

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 79 პაციენტი, რეანიმაციაში გვყავს 5 პაციენტი. გუშინ გითხარით, რომ რეანიმაციიდან გადავიდა ერთი პაციენტი, დღესაც განხორციელდება ერთის გადაყვანა. 

მართვით სუნთქვაზე რჩება ორი პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ერთის - სტაბილური. კოვიდინფიცირებული გვყავს 61 ადამიანი. 

დღეს კლინიკიდან ეწერება 6 გამოჯანმრთელებული. პირველადი უარყოფითი პასუხი მიღებული გვაქვს 10 პაციენტზე და იმედი გვაქვს, რომ განმეორებითი ტესტის შედეგად, ეს 10 პაციენტიც დატოვებს დღის ბოლოს კლინიკას. 

გვყავს 2 ორსული ინფიცირბული, ორივეს მდგომარეობა არის სტაბილური. ბოლო 24 საათში ახალი ინფიცირებული არ გვყოლია. იმედია, რომ ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა, რამდენიმე კვირაში აუცილებლად მოიგებს კოვიდინფექციასთან ომს" - განაცხადა რატიანმა. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 240 გამოჯანმრთელდა.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system