თავში

რამდენიმე პედაგოგს ჩემი ხელით გავუკეთე ვაქცინა - კულუმბეგოვი

რამდენიმე პედაგოგს ჩემი ხელით გავუკეთე ვაქცინა - კულუმბეგოვი
რამდენიმე პედაგოგს ჩემი ხელით გავუკეთე ვაქცინა - კულუმბეგოვი

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, პედაგოგების ვაქცინაცია დაიწყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა  განაცხადა.

კულუმბეგოვის თქმით, პროცესი აქტიურად გაგრძელდება და ყველას მოუწოდებს ვაქცინაციის არ შეეშინდეთ. 

"დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, იცრებიან პედაგოგები და ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავრთულიყავით ამ პროცესში. რამდენიმე პედაგოგს ჩემი ხელით გავუკეთე ვაქცინა, ბევრ მათგანს ჰქონდა ძალიან სტრესული განცდა და ჩვენი დანახვა მათთვის იყო შვება და ამოსუნთქვა.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ გაუმარტივდეთ ეს საკითხი. ბევრი კითხვა ჰქონდათ ძალიან და ჩვენ მათ ვესაუბრეთ, ავუხსენით და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ამ დროისათვის მათი ძირითადი ნაწილი მოსაცდელ დარბაზშია და კიდევ გავაგრძელებთ პროცესს. ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ვაქცინაციის პროცესის არ შეეშინდეთ", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში პედაგოგები ერთვებიან. დღეს თბილისში 50 პედაგოგი აცრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system