თავში

რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი საქართველოში - ხვალიდან კვლევა იწყება

რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი საქართველოში - ხვალიდან კვლევა იწყება
რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი საქართველოში - ხვალიდან კვლევა იწყება

მთელს მსოფლიოში ასეა, რომ ოფიციალურად რეგისტრირებულ რაოდენობასთან შედარებით, რეალურად კოვიდგადატანილების რაოდენობა ორჯერ ან სამჯერ მეტია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მოქალაქეებს კორონავირუსის ანტისხეულებზე გამოიკვლევენ. კვლევამ უნდა აჩვენოს, დადასტურებული 272 000 ინფიცირებულის გარდა, რეალურად, რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კოვიდინფექცია ქვეყანაში. კვლევის შედეგები კი 20 დღეში გახდება ცნობილი. 

„მთელს მსოფლიოში ასეა, რომ ოფიციალურად რეგისტრირებულ რაოდენობასთან შედარებით, რეალურად კოვიდგადატანილების რაოდენობა ორჯერ ან სამჯერ მეტია. ასეა მსოფლიო სტატისტიკით. ჩვენ ახლა ვატარებთ კვლევას, ხვალ ვიწყებთ და დაახლოებით 20 დღეში გვეცოდინება რამდენი კოვიდგადატანილია საქართველოში. ადამიანებში, ანტისხეულოების შემცვლელობას შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით შევისწავლით ანუ მათ გამოვიკვლევთ, ვინც ოფიციალურად არ არიან კოვიდინფიცირებულებში რეგისტრირებულები. გავარკვევთ, ოფიციალურად რეგისტრირებულ 272 ათას კოვიდაგატანილის გარდა, კიდევ რამდენს აქვს გადატანილი. ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს ვაქცინაციის გეგმა.

ჩვენ რომ ვამბობთ, მოსახლეობის 60-65% უნდა იყოს აცრილი, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ იქ ვგულისხმობთ, რომ დაახლოებით კიდევ 15-20%-ს ამ დროისთვის, გადატანილი ექნება და ის 15-20% დაემატება 60-65 %-ს, მივიღებთ დაახლოებით 80%-იან იმუნურ ფენას. 80%-იანი იმუნური ფენა, პრინციპში საკმარისია, რომ პანდემია დავამარცხოთ. ცალკეული შემთხვევები იქნება, როგორც ეს გრიპის შემთხვევებშია, მაგრამ კლინიკური სექტორი იოლად გაუსწორდება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system