თავში

რამდენი ადამიანი აიცრა კორონავირუსზე - 21 მაისის მონაცემები

რამდენი ადამიანი აიცრა კორონავირუსზე - 21 მაისის მონაცემები
რამდენი ადამიანი აიცრა კორონავირუსზე - 21 მაისის მონაცემები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

NCDC-ის ცნობით, 21 მაისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა105 500 აცრა.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 16 147 ადამიანი.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, აქართველოში კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი, ხოლო 1 135 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ქვეყანაში ინფიცირების 335 769 შემთხვევაა დადასტურებული. 

ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად კი გარდაცვლილია 4 569 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 316 389 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში ეპიდემიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system