თავში

,,რას აკეთებს ელიავაზე დაბუდებული ხალხი, რატომ არ ბრუნდებიან სოფლებში?!" - დოლიძე

,,რას აკეთებს ელიავაზე დაბუდებული ხალხი, რატომ არ ბრუნდებიან სოფლებში?!" - დოლიძე
,,რას აკეთებს ელიავაზე დაბუდებული ხალხი, რატომ არ ბრუნდებიან სოფლებში?! - დოლიძე

რეჟისორი ქეთი დოლიძე აცხადებს, რომ არ შეიძლება მთელი საქართველო თბილისში იყოს. მისი თქმით, ადამიანები დედაქალაქიდან რეგიონებში უნდა დაბრუნდნენ და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები დაამუშაონ.

,,მე არ დავდივარ საერთოდ ელიავაზე, მაგრამ ნახეთ ერთი რა ხდება, ერთხელ გაგეკეთებინათ რეპორტაჟი და ნახავთ, თუ არ დაგემალებიან. რას აკეთებს ელიავას ბაზრობის ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი, რატომ არ მიდიან თავის სოფლებში, რატომ არ ამუშავებენ მიწას, რატომ არ უბრუნდებიან სოფელს, რატომ?!

როგორ შეიძლება მთელი საქართველო იყოს თბილისში?! მთელი სოფელი ჩამოვიდა თბილისში და ნახევარი დგას ელიავას ხიდის ქვეშ, ეს წარმოუდგენელია, არაფრით არ შეიძლება", - განაცხადა ქეთი დოლიძემ ,,TV პირველის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system