თავში

რას ახოცინებს ხალხს, რატომ აღიზიანებს პირსისხლიან ვეფხვს? - თამარ ივერი

რას ახოცინებს ხალხს, რატომ აღიზიანებს პირსისხლიან ვეფხვს? - თამარ ივერი
რას ახოცინებს ხალხს, რატომ აღიზიანებს პირსისხლიან ვეფხვს? - თამარ ივერი

საოპერო მომღერალი თამარ ივერი საფრანგეთში ტერორისტული აქტების სერიას ეხმაურება, როდესაც პარიზში სკოლის პასწავლებელს თავი მოკვეთეს, ხოლო შემდეგ, ნიცაში, ერთ-ერთ ტაძართან სამი ადამიანი მოკლეს. 

"რას ახოცვინებს ეს სატირული ჟურნალი საკუთარ ხალხს ვერ ვხვდები.კი ბატონო იხითხითოს აბსოლუტურად ყველაფერზე,მაგრამ არის ვიღაცისთვის რაღაც წმინდა და ხელშეუხებელი 1% და სწორედ იმ 1% ს რატომ ეხება და უბილწავს? ცოტაა გარშემო საღლიცინო? რატომ აღიზიანებს პირსისხლიან ვეფხვს და ამით განზრახ საფრთხეში აგდებს მისი თანამემამულეების სიცოცხლეს ვერ გამიგია.გაიძახიან რომ სიტყვის დემოკრატიაა ქვეყანაში.კი ბატონო,დავუშვათ შენ უდგები საკითხს ასე,მაგრამ იმასაც ხომ უნდა ხვდებოდე რომ შენი "დემოკრატიული ღადაობის" სამიზნე "ცოტა არადემოკრატიული" მუსულმანური სამყაროა და იცი რომ ასეთი ნაბიჯით...მინიმუმ შენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს გაანადგურებინებ-მაქსიმუმ დაახოცინებ საკუთარ ხალხს?იცი და მაინც მიდიხარ ამაზე რისთვის?? რისთვის და სკანდალისთვის,პიარისთვის და ამ სკანდალზე და ხალხის ხოცვაზე აგებ საკუთარ ჟურნალისტურ კარიერას!! და აჰა,გუშინ დაიწყო ტერორისტული აქტები,არიან მსხვერპლები, ეს ჯერ კიდევ ტერაქტების პროლოგია და რა....თავად ეს "ფანქრით მოხითხითე დემოკრატები" მშვნივრად ზიან ჩირგვებში და ტელევიზიით უყურებენ ხალხის ხოცვას,საკუთარი ინფრასტრუქტურის,მანქანების,ობიექტების განადგურებას და რატომ?? იმიტომ რომ თავად პრეზიდენტი აძლევთ მწვანე შუქს, რომლმაც ამაყად განაცხადა: საფრანგეთს ვერავინ ვერ აუკრძალავს კარიკატურებსო. კი ბატონო,თუ ეს არის მისი სტრატეგია....მაშინ მაპატიოს და ზიდოს ეს უდანაშაულო ცხედრები ქუჩებიდან.კიდევ გავმეორდები ,როცა შენი დემოკრატიული ხუმრობის სამიზნე ნაკლებად დემოკრატიული,კბილებალესილი, მისთვის ყველაზე წმინდა რელიგიისთვის ყველაფერზე წამსვლელი სამყაროა.მშვენივრად იცი რომ ეს მისთვის ყველაზე სათუთი და სენსიტიური თემაა,ასევე,წი-ნას-წარ მშვენივრად იცი რომ ამ "ხითხითის"შემდგომი რეზულტატი და სცენარი უთუოდ მსხვერპლის მომტანი იქნება და მაინც აძლევ მწვანე შუქს...მაშინ პირდაპირ თუ ირიბად შენც და შენი ჟურნალი "ნიანგი"ც საკუთარი ხალხის დათვის ხახაში ჩამგდები მოღალატეები ხართ!!!

ახლა ერთნი მოღლიცინენი თბილად ზიან მის რედაქციაში და ჩირგვებიდან უყურებენ მათი დათესილის შედეგებს....მეორე "ძლიერი ამა ქვეყნისა"კი მისი რეზიდენციის ფანჯრიდან,ფარდის ორი თითის გაწევით ადევნებს თვალს ამ ტერორისტულ მარაზმებს. უდანაშაულო ხალხი კი ეწირება მათ "შავ დემოკრატიულ იუმორს" ვიღაც უკბილოდ მოღლიცინე,სკანდალებს დახარბებული ჟურნალის ღადავის ხარჯზე!!!! მე არ ვთვლი რომ გერმანიაში, იტალიაში, ინგლისში, ბელგიაში,დანიაში თუ ესპანეთში საფრანგეთზე ნაკლები დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაა,მაგრამ ასეთ საკითხებში ყოვლთვის ღირსეულად გამოიყურებიან.

ასე რომ, 21ე საუკუნის საფრანგეთში გაუმარჯოს! იუმორისტული სიტყვის თავისუფლებას უდანაშაულო გვამებზე გადავლით!!! ვაშა!!

პ.ს....და კიდევ....აქ ერთი ორი ჩემი ისეთი საყვარელი და თავმოყვარე მეგობარი ქალბატონი წერს "რა მოხდა მერე,სიტყვის თავისუფლებააო" რომ....მისი სურათი,ოდნავ ისეთი რაკურსით რომ არ გადაიღო როგორც მას სურს....თავ პირს ჩამოგიღებს და მისი კარიკატურა ჟუნალის გარეკანზე "ძუძუამოგდებულ-ნიფხავჩახდილი" რომ დაბეჭდონ,მაშინ რამდენად გააპრავებს ამას და რა ფულებს დახარჯავს ადვოკატებში უკვე წინასწარ ვხვდები.თუმცა რათქმაუნდა,სხვის ომში ხომ ყველა დემოკრატიის ლექტორია!!" - წერს ივერი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, 17 ოქტომბერს, პარიზის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში, 18 წლის რუსეთის მოქალაქემ სკოლის მასწავლებელს თავი მოკვეთა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი დაწყებითი კლასის მასწავლებელი იყო, რომელსაც თავდაპირველად ყელის არეში დანით მიაყენეს ჭრილობა. თვითმხილველებმა გაიგონეს, რომ თავდამსხმელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილი მამაკაცი მოსწავლეებს მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა.

მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან დამნაშავის მშობლებიც. მედიის ცნობით, თავად თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა და მოკლა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მკვლელობას "ისლამისტური ტერაქტი" უწოდა.

Le Figaro აღნიშნავს, რომ გარდაცვლილ მასწავლებელს არაერთხელ მიუღია მუქარა.

29 ოქტომბერს კი, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ნიცაში, ეკლესიის მახლობლად, თავდამსხმელმა დანით 3 ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაიჭრა. თავდამსხმელმა ერთ-ერთ მსხვერპლ ქალს თავი მოკვეთა. 

მომხდარს ნიცის მერმა კრისტიან ესტროზიმ ტერორისტული აქტი უწოდა. ესტროზის თქმით, ტერორისტმა იგივე მეთოდი გამოიყენა, რაც 18 წლის ტერორისტმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ პარიზში, მასწავლებელს გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის თავი მოკვეთა.

ესტროზის განცხადებით თავდამსხმელი დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება. მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა საგანგებო თათბირი მოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system