თავში

რას ამბობს დაკარგული ილია ფილფანის დედა- Exclusive

რას ამბობს დაკარგული ილია ფილფანის დედა- Exclusive
რას ამბობს დაკარგული ილია ფილფანის დედა- Exclusive

13 წლის დაკარგული მოზარდის, ილია ფილფანის დედა, რომელიც დღეს ჩამოვიდა საქართველოში, Report.ge-თან საუბრისას ამბობს, რომ 13 წლის ილიას ოჯახის წევრებთან მცირე კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა ეს არ იყო იმდენად სერიოზული, რომ მისი გაქცევის საფუძველი გამხდარიყო. 

"ალბათ ყველას აქვს გარკვეული სახის მცირე კონფლიქტები ოჯახში, თუმცა სერიოზული არაფერი ყოფილა. როდესაც ბოლოს ვესაუბრე, ის თავს კარგად გრძნობდა, მხიარული იყო და არაფერს უჩივოდა," - ამბობს დაკარგულის დედა. 

კითხვაზე, აქვს თუ არა ილიას წაღებული ჩანთა ან სხვა ნივთები, ის გვპასუხობს, რომ სახლის დათვალიერების შემდეგ, ყველაფერი ადგილზეა და ვერ ნახეს რაიმე, რაც შეიძლებოდა მას სახლიდან წაეღო. ამასთან, ილიას საქართველოში ახლო მეგობრები არ ჰყავს, რადგან მან ქართული ენა არ იცის. 

შეგახსენებთ, რომ მესტიაში ,13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system