თავში

რას ამბობს გოგო, რომლის სახელითაც გიორგი შაქარაშვილის ქუჩისთვის თანხას ითხოვდნენ

რას ამბობს გოგო, რომლის სახელითაც გიორგი შაქარაშვილის ქუჩისთვის თანხას ითხოვდნენ
რას ამბობს გოგო, რომლის სახელითაც გიორგი შაქარაშვილის ქუჩისთვის თანხას ითხოვდნენ

გოგომ, რომლის სახელითაც სოციალურ ქსელში თითქოს "გიორგი შაქარაშვილის ქუჩისთვის" თანხას აგროვებდნენ, განმარტება გააჯეთა. მისი თქმით, თავადაც თაღლითობის მსხვერპლია. 

"ვინაიდან და რადგანაც სოფელში ვიმყოფები და ახლომახლოს არ მაქვს ჩასარიცხი აპარატი, რამდენიმე უცნობსაც მივწერე ჩემი ანგარიში წინა კვირეების განმავლობაში.

ვინაიდან და რადგანაც ჩემს ვიდეოსა თუ პოსტებსაც ჰქონდა გამოხმაურება, გამომოყენეს და გადამაგდეს.

ვისაც ჩემი ცუდი გიხარიათ ფეხი არ დაგედგათ მიწაზე.

მადლობა იმ ადამიანს, ვინც ეს გამიკეთა და შემარცხვინა.

თავისმართლებაშიც ჩამომართმევთ ამას, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რაც მაქვს გადატანილი და იცით, რომ არ მექნებოდა ამით მანიპულირების საშუალება" - დაწერა ანა პაპუაშვილმა. 

აღნიშნული პოსტიs გამოქვეყნებიდან დაახლოებით 10 წუთში ანა პაპუაშვილმა "ფეისბუკი" გააუქმა.  

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში შეტყობინება ვრცელდება, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი შაქარაშვილის ქუჩისთვის თანხა გროვდება და მითეთბულია ანგარიშის ნომერი.

აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გიორგი მამუჩიშვილი წერს რომ ქსელში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

"მსგავს ტექსტებს არ მიაქციოთ ყურადღება და შეცდომაში არ შეგიყვანონ!" - წერს მამუჩიშვილი. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system