თავში

რას აცხადებენ კლინიკაში, სადაც ორსული გარდაიცვალა

რას აცხადებენ კლინიკაში, სადაც ორსული გარდაიცვალა
რას აცხადებენ კლინიკაში, სადაც ორსული გარდაიცვალა

ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის ალექსი ვაჩაძის თქმით, 7 თვის ორსული, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა, კლინიკაში 27 ივლისს, "დელტა შტამის" მსუბუქი ფორმით შევიდა, თუმცა, მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა.

"ახალგაზრდა გოგონა, რომელიც იყო 18 კვირის ფეხმძიმე, 27 ივლისს შემოიყვანეს ჩვენთან, კლინიკაში, დადასტურებული კოვიდინფექციით. სამწუხაროდ, პაციენტი არ იყო აცრილი. თავიდან მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, დასაწყისისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა - ყელის ტკივილი, ხველება, ასეთი მსუბუქი სიმპტომატიკა.

რეანიმაციაში გადავიდა 13 აგვისტოს, სადაც ყველაფერი კეთდებოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი მდგომარეობის შენარჩუნება და 16 აგვისტოს ის გადავიდა სრულ მართვით სუნთქვაზე,"- აცხადებს ალექსი ვაჩაძე.

როგორც ვაჩაძე აღნიშნავს, ახალგაზრდა ქალი აცრილი არ იყო. ექიმის თქმით, "დელტა შტამი" განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა ფეხმძიმეებში. 

"დელტა შტამი" განსაკუთრებული აგრესიულობით მიდის ფეხმძიმეებში. გოგონა არ იყო აცრილი, მიგვაჩნია, რომ ამანაც ერთგვარი გავლენა იქონია, რადგან აცრილი პაციენტები ბევრად მარტივად, ეფექტურად უმკლავდებიან, თუნდაც იგივე მძიმე "დელტა შტამის" მდგომარეობას", – განაცხადა ალექსი ვაჩაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system