თავში

რას ფიქრობს პრემიერ-მინისტრი 3000-ლარიანი ჯარიმების გაუქმებაზე

რას ფიქრობს პრემიერ-მინისტრი 3000-ლარიანი ჯარიმების გაუქმებაზე
რას ფიქრობს პრემიერ-მინისტრი 3000-ლარიანი ჯარიმების გაუქმებაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების გაუქმებას გამორიცხავს, რადგან მისი თქმით, უკვე გამოწერილი ჯარიმების გაუქმება, შემოდგომში მისი შემაკავებელი ეფექტის დაკარგვას გამოიწვევს. 

პრემიერის თქმით, პანდემია გრძელდება და არავინ არ იცის, როდის, რა მოცულობით გახდება საჭირო ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება მომავალში.

აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, მთავრობისათვის, 3 000 ლარიანი ჯარიმების დაწესების თემა იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს შემაკავებელი ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ, განსაკუთრებით მას შემდგომ, როდესაც რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა. დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც დაარღვიეს სხვადასხვა სახის სერიოზული შეზღუდვა, რომელიც იყო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის დროს, იყო 9 000. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ არ იცის, როდის და რა მოცულობით დაგვჭირდება კიდევ ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება. აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში ამ ინსტრუმენტების პრევენციული შემაკავებელი ძალა უბრალოდ არ იმუშავებს. მესმის, რომ ამ ტიპის ჯარიმების გარკვეული ნაწილი შემდგომისთვის გადასახედია და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა ასევე კარგად მესმის, რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას, მითუმეტეს, დირექტიულს, პარლამენტს ვერ მივცემთ“, – განაცხადა გახარიამ. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა პრემიერ-მინისტრს 3 000 ლარიანი ჯარიმების გაუქმების ალბათობასთან დაკავშირებით კითხვა პარლამენტში დაუსვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system