თავში

რას გეგმავს სამინისტრო საკლასო ოთახებში სწავლის დასაწყებად

რას გეგმავს სამინისტრო საკლასო ოთახებში სწავლის დასაწყებად
რას გეგმავს სამინისტრო საკლასო ოთახებში სწავლის დასაწყებად

განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, კვლევის ჩატარებას გეგმავს, რათა მოხდეს იმ სოფლების გამოვლენა, სადაც კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლებია, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის მიზანია, რომ ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა ნაწილმა მაინც გააგრძელოს დასწრებული სწავლება..

"ამ კვლევის შედეგები სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი. მაღალი მოლოდინი იმისა, რომ არა მთლიანად საქართველოში არსებული ყველა სკოლა გააგრძელებს დისტანციურად სასწავლო პროცესს, არამედ იმის დაშვებაც, რომ მოსწავლეთა ნაწილი დაბრუნდეს საკლასო ოთახებში, ეს არის ერთ-ერთი გზა, თუმცა თუ ჩვენი საზოგადოება დაიცავს ყველა რეგულაციასა და წესს. არსებული ინფიცირების შემთხვევები აჩვენებს, რომ დღეისთვის სწორედ ბავშვებში ხდება დაავადების გავრცელება. ეს არის თითოული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. ამაზეა დამოკიდებული, ჩვენ დავბრუნდებით თუ არა საკლასო ოთახებში. ამისთვის განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ყველა ნაბიჯს დგამს, ამ მიზნით შესწავლილი გვაქვს ინტერნეტთან წვდომა, გარემო, ტექნიკის მდგომარეობა - შესაბამისად, ყველა ამ გათვლასთან ერთად დაიწყება აღნიშნული კვლევა და გვინდა მივცეთ თითოეულ ოჯახს, თითოეულ მოსწავლეს იმის შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ", - განაცხადა დგებუაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system