თავში

რას ჰყვება ბოდბეში ნაპოვნი ახალშობილის მამა

რას ჰყვება ბოდბეში ნაპოვნი ახალშობილის მამა
რას ჰყვება ბოდბეში ნაპოვნი ახალშობილის მამა

"მე არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ იყო. ვიცოდი, რომ მუცელი ჰქონდა გაბერილი და ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა,"- ამის შესახებ ჟურნალისტებს, ბოდბეში ნაპოვნი ახალშობილის მამამ განუცხადა.

"მე მიმალავდა და არ მეუბნებოდა, რომ ფეხმძიმედ იყო. ბავშვი თვალით არ მინახავს, თვითონ იმშობიარა, დაახლოებით ერთი საათი საპირფარეშოში იყო, მაგრამ მე რას წარმოვიდგენდი, რომ იმშობიარებდა. სხვა ბავში არ გვყავს ამის გარდა. რატომ გადაწყვიტა ამის გაკეთება არ ვიცი, ალბათ, არ უნდოდა შვილი, მე მინდოდა. მეუბნებოდა სიმსივნე მაქვსო, სახსრები მტკივაო, ფეხები მისივდება და საერთოდ აზრზე არ ვიყავი თუ ფეხმძიმედ იყო. რომ ვკითხე იმშობიარე თუ არაო, თავიდან მითხრა, რომ არ მიმშობიარიაო, დაგვიმალა და მერე აღიარა, რომ იმშობიარა", - აცხადებს ახალშობილის მამა.

მომხდარზე, შსს-მ გამოძიება 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ადგილობრივებმა მიტოვებული ახალშობილი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system