თავში

"რას შვრებით, ადამიანი "ფაიზერს" გააფუჭებს?" - თენგიზ ცერცვაძე

"რას შვრებით, ადამიანი "ფაიზერს" გააფუჭებს?" - თენგიზ ცერცვაძე
რას შვრებით, ადამიანი ფაიზერს გააფუჭებს? - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია, რაც მისივე თქმით, ქვეყნისთვის კატასტროფაა.

ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს და საზოგადოებამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და აიცრას. 

"ადრე, როცა ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა და სხვათა შორის, დაგვიანდა იმ ანგაჟირებული ადამიანების გამო, რომ ჩინური ვაქცინა არ უნდოდათ, პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, მე გავიკეთებ მხოლოდ"ფაიზერს" და სახელმწიფომ დააგვიანა შემოტანა. ახლა ყველაზე მეტი სწორედ "ფაიზერი" გვაქვს. "ფაიზერი" ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხნო, ადამიანი "ფაიზერს" გააფუჭებს? მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს "სინოვაკი", "სინოფარმი", "ასტრაზენეკა", მივიღებთ "ჯონსონ და ჯონსონს". მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ? რას აკეთებთ, საავადმყოფოებში, საზოგადოებრივ სივრცეებში, ავტობუსები დადიან, კიდევ რა ქნან? თითო ადამიანს, თითო პროპაგანდისტს ხომ არ მოგამაგრებენ? დარწმუნებული ვარ, ჩემი ინტერვიუს შემდეგ გამოვა ვიღაც და დაიტლიკინებს, ეს ყველაფერი მაინც სახელმწიფოს ბრალია და სახელმწიფოს უპასუხისმგებლობაა, ამის არ რცხვენიათ? რა არის სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა? შემოიტანა მილიონობით ვაქცინა, გახსნა 300 პუნქტი. არ არის სათანადო კამპანიაო, მეტი რა კამპანია უნდა იყოს? ტელევიზიები, პრესა, ინტერნეტი, "ფეისბუქი". თქვენ რა გგონიათ, გაიარეთ ბელგიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, რა კამპანიაა იქ? ჩვენნაირი კამპანიაც არ არის. უბრალოდ, საზოგადოებაა უფრო შეგნებული, საკუთარი თავი და ოჯახის წევრი უყვარს. ასე რომ, ვერავითარ თავის გამართლებად ვერ გამოდგება ის, რომ ვაქცინა არ გვაქვს. ვაქცინა გვაქვს თავზე საყრელი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით:

21 სექტემბერს აიცრა 13 962 ადამიანი.

22 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 686 412 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 956 417 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.5%

სრულად ვაქცინირებულია 729 995 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.6%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 43 პაციენტი. კორონავირუსისგან კანიკურნა 2024 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system