თავში

რას წერდა თვითმკვლელობამდე მეგობარს ასელ აიპაევა

რას წერდა თვითმკვლელობამდე მეგობარს ასელ აიპაევა
რას წერდა თვითმკვლელობამდე მეგობარს ასელ აიპაევა

 26 წლის ასელ აიპაევა, მასზე ძალადობის შესახებ მეგობარს თვითმკვლელობამდე უყვებოდა. 

"მეშინია, დამარტყა... და ეს ყველაფერი არ არის..." - ეს არის ბოლო შეტყობინება,რომელიც ასელ აიპაევამ მეგობარს გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

შეგახსენებთ, 5 მაისს ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

26 წლის გოგო, რომელიც თბილისში გააუპატიურეს და მერვე სართულიდან გადახტა, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევაა. 

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული გოგოს მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა.

პროკურატურის ცნობით, 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ასელ აიპაევა გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system