თავში

რას უკავშირდება სამართალდამცველთა მობილიზება "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ

რას უკავშირდება სამართალდამცველთა მობილიზება "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ
რას უკავშირდება სამართალდამცველთა მობილიზება ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმდებარედ

ამ წუთებში, ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმი და პოლიციაა მობილიზებული. კადრებს  ტელეკომპანიები ავრცელებენ. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პარტიის ოფისთან ახლოს მდებარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა და მათივე თქმით, განსაკუთრებული არაფერი ხდება.

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა ნიკა მელიას პატიმრობას ითხოვს. 

ნიკა მელიას მხარდასაჭერად პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი, როგორც ისინი ამბობენ, თუ მელიას პატიმრობა შეეფარდება, მის დაკავებას არ დაუშვებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system