თავში

რას ურჩევს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ეკატერინე ტიკარაძე

რას ურჩევს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ეკატერინე ტიკარაძე
რას ურჩევს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება, ჯერჯერობით, არ დაუწერია, მაგრამ როგორც თავად დაანონსა, თანამდებობას წლის ბოლოს დატოვებს. დღეს კი, სამინისტროს სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ის არ აკონკრეტებს, კონკრეტულად სად გააგრძელებს საქმიანობას. ვიცით მხოლოდ ის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში იქნება.

"მე არ მაქვს გეგმაში, ახლა გავასაჯაროო სად ვიქნები და იმ დროს, როდესაც ეს საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ", - აღნიშნა მან მედიასთან.

რაც შეეხება რჩევებს ჯანდაცვის ახალი მინისტრისთვის, ტიკარაძემ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინაიის როლს გაუსვა ხაზი:

"2022 წლის გამოწვევად კვლავ რჩება პანდემიის მართვა და ვაქცინაცია, აქედან გამომდინარე, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც 2020 წლიდან არის გაცემული დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდაც იქნეს გათვალისწინებული; ასევე, მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიური ჩართვა ვაქცინაციის პროცესში და 60 წელს ზემოთ ადამიანების ინტენსიური აცრა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system