თავში

რაში ხარჯავს საპატრიარქო 25 მილიონ ლარს

რაში ხარჯავს საპატრიარქო 25 მილიონ ლარს
რაში ხარჯავს საპატრიარქო 25 მილიონ ლარს

„ეს თანხა არ ირიცხება საპატრიარქოს ანგარიშზე, ამ თანხის დანიშნულება მიეწოდება ფინანსთა სამინისტროს და რიცხავს სახელფასო ფონდებში და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში”,-ამის შესახებ განმარტება სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. 

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის ყოველწლიურად დაფინანსების სახით გამოყოფილი 25 მილიონი ლარი სინამდვილეში თითო ადამიანზე 12 ცენტს შეადგენს.

„ეს 25 მილიონი, როდესაც ერთ ადამიანს ესმის, გასაგებია, რომ ძალიან დიდი თანხა არის, მაგრამ რაც იანგარიშა მეუფე ანტონმა, თითო ადამიანზე თვეში იცით რამდენი მოდის? 12 ცენტი”, – განაცხადა დეკანოზმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system