თავში

ელენე ხოშტარია თელავის პროკურატურასთან აქციას მართავს

ელენე ხოშტარია თელავის პროკურატურასთან აქციას მართავს
ელენე ხოშტარია თელავის პროკურატურასთან აქციას მართავს

თელავში, პროკურატურის შენობასთან ელენე ხოშტარია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ყოფილი დეპუტატი თელავის პროკურორთან შეხვედრას და მასთან გასაუბრებას ითხოვს.

ხოშტარიას თქმით, ახალ წელს საპროტესტო კარავზე მანქანის განზრახ დაჯახების საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია და პოლიცია უმოქმედოა ამ საკითხის მიმართ.

აქტივისტის თქმით, გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

,,ღამე ტერორისტები შემოგვეჭრნენ, უნდა გადავეჭყლიტეთ და პროკურორი დავით გველესიანი არის ტერორისტების მხარეს. მან საქმეს მისცა კვალიფიკაცია, რომ ნივთი დაზიანდა მხოლოდ, ანუ კარავი და ვითომ ჩვენ იქ არ ვარსებობდით. ეს აქ არ უნდა იჯდეს, პროკურატურა არ არის გველესიანის საკუთარი დუქანი",- განაცხადა აქციის მონაწილემ.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და ხოშტარიას პროკურატურაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system