თავში

რატი, ვიზიარებ... ეკატერინე ტიკარაძე, სირცხვილია! - ია ფარულავა

რატი, ვიზიარებ... ეკატერინე ტიკარაძე, სირცხვილია! - ია ფარულავა
რატი, ვიზიარებ... ეკატერინე ტიკარაძე, სირცხვილია! - ია ფარულავა

მსახიობი ია ფარულავა, კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამას, მხატვარ რატი თორდიას შვილის გარდაცვლაების გამო უსამძიმრებს. 

"კოვიდსასტუმრო... დაგვიანებული საავადმყოფო... თანმხლები დაავადება... " - წერს ია ფარულავა და  გარდაცვლილი გოგოს ფოტოს აზიარებს. 

პოსტის კომენტარებში კი პასუხისმეგებლ პირებს მიმართავს: 

"ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის სამინსიტრო, საქართველოს მთავრობა, სირცხვილია!!! ყველაფერი ნაცნობობით ხდება, სამწუხაროდ, ამაში ვრწმუნდები" - წერს მსახიობი. 

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა. ის მხატვარ რატი თორდიას შვილი, თეკლა თორდიაა. 

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ შვილის გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია და კოვიდსასტუმროში არასათანადო მოვლა გახდა. 

ექიმი ამბობს, რომ პაციენტის თანმხლები დაავადება იყო საკმაოდ დამძიმებული და მისი მართვა მიმდინარეობდა არასწორად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system