თავში

რატიანი: დღეს დაბალი, საშუალო და მაღალი რანგის მედპერსონალი ყველა გმირია

რატიანი: დღეს დაბალი, საშუალო და მაღალი რანგის მედპერსონალი ყველა გმირია
რატიანი: დღეს დაბალი, საშუალო და მაღალი რანგის მედპერსონალი ყველა გმირია

დღეს დაბალი, საშუალო და მაღალი რანგის სამედიცინო პერსონალი ყველა გმირია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

,,თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ იბრძვიან ისინი თითოეული ადამიანისთვის, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენც შეიძლება დავსნებოვნდეთ და სამწუხაროდ, დავასრულოთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით.

ჩვენს კლინიკაში მოხდა ასეთი ფაქტი. ექიმი დასნებოვნდა, რადგან მას პაციენტი უნდა გადაეყვანა მართვით სუნთქვაზე. მან დაივიწყა პირადი აღჭურვილობა, რადგან სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო“, - განაცხადა ლევან რატიანმა ,,იმედის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system