თავში

რატიანი: მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ სამივეს სიცოცხლე შენარჩუნდეს

რატიანი: მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ სამივეს სიცოცხლე შენარჩუნდეს
რატიანი: მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ სამივეს სიცოცხლე შენარჩუნდეს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავატოკატასტროფის შედეგად დაშავებული პაციენტების მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა სამივე მათგანთან დადებითი დინამიკა ნარჩუნდება.

მედიკოსის თქმით, გამოჯანმრთელებამდე პაციენტებს რთული გზის გავლა მოუწევთ.

„ჩატარდა ორ პაციენტთან ინტერვენციული ღონისძიება, ლიკვიდირებულ იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმედ, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა, მათ აქვთ ძალიან რთული გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. ამისთვის ჩვენი კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ სამივე დაშავებულის სიცოცხლე შენარჩუნდეს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. 

ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, თა­მარ არ­ღვლი­ა­ნი და ნატა თხე­ლი­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კაში მკურნალობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system