თავში

რატიანი: აზრი, რომ კოვიდი" მკვლელია, არ შეესაბამება სიმართლეს - VIDEO

რატიანი: აზრი, რომ კოვიდი" მკვლელია, არ შეესაბამება სიმართლეს - VIDEO
რატიანი: აზრი, რომ კოვიდი მკვლელია, არ შეესაბამება სიმართლეს - VIDEO

„აზრი იმის შესახებ, რომ „კოვიდი“ მკვლელია, ამ ეტაპისთვის, არ შეესაბამება სიმართლეს,-  ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

„თუ მიზანმიმართულად ვუმკურნალებთ და პაციენტის მდგომარეობამ შეგვიწყო ხელი, აუცილებლად ყველა პაციენტი განიკურნება. ერთი რაღაც მინდა ყველამ იცოდეს, ამ უმარტივესს ნუ გამოვიყენებთ ფსიქოლოგიური ტერორის როლში. ვიყოთ კარგ განწყობაზე და ვიბრძოლოთ სიცოცხლის გადარჩენისთვის“, – განაცხადა რატიანმა.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი 21-მა ადამიანმა დაამარცხა.

ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4995 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 ადამიანი იმყოფება.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო, დღეიდან,საქართველოში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system