თავში

რატიანი: მალე შეწყვეტს ბობოქრობას ვირუსი

რატიანი: მალე შეწყვეტს ბობოქრობას ვირუსი
რატიანი: მალე შეწყვეტს ბობოქრობას ვირუსი

"ეს ვირუსი აუცილებლად გახდება ჩენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ ერთი პირობით, ასეთი აგრესიულობით არა,"-ამის შესახებ ჟურნალისტებთან, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა განაცხადა.

ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსი ახალია და დადგება მომენტი როცა, ის ბობოქრობას შეწყვეტს ადამიანშიც.

"თქვენ იცით, რომ ამ ეტაპზე რიგი სახელმწიფოები მუშაობენ, რომ შექმნან ვაქცინა, მაგრამ ჯერჯერობით დამტკიცებული მედიცინით ვაქცინა არ არის. პანდემიას და ეპიდემიას ახასიათება ასეთი რაღაც, ეს არის ბუნების კანონი, აუცილებლად დაწყნარდება ვირუსი და დაწყნარდებიან ადამიანებიც. ეს ვირუსი აუცილებლად გახდება ჩენი ცხოვრების დანმდევი, მაგრამ ერთი პირობით, ასეთი აგრესიულობით არა. როდესაც დგება პანდემიის და ეპიდემიის საკითხი, ვინაიდან ვირუსი ახალია, ეს ახალი ვირუსები ბობოქრობენ და ასევე ბობოქრობს ადამიანის ორგანიზმიც. დადგება მომენტი, შეწყვეტს ბობოქრობას ვირუსი და ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს,"-განაცხადა რატიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system