თავში

რატიანი: რეანიმაციაში 8 პაციენტიდან 7 მართვით სუნთქვაზეა - VIDEO

რატიანი: რეანიმაციაში 8 პაციენტიდან 7 მართვით სუნთქვაზეა
რატიანი: რეანიმაციაში 8 პაციენტიდან 7 მართვით სუნთქვაზეა - VIDEO

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტიდან შვიდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. განსაკუთრებულად მძიმეა ერთი პაციენტის მგომარეობა, თუმცა იგი კორონავირუსით ინფიცირებული არ არის. - ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციაში მყოფი პაციენტების ნაწილთან, ბოლო 24 საათში, მცირე დადებითი კლინიკური ნიშნები გამოვლინდა. 

„ერთი პაციენტი, რომელიც 67 წლის მამაკაცია, კლინიკში დაახლოებით 20 დღის უკან შემოვიდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მისი მდგიმარეობის სიმძიმე ამ ეტაპზე გამოწვეულია კოვდიინფიცირების გარეშე მიმდინარე პოლიორგანული უკნარისობით. ორჯერ ჩატარებული კვლევით ლუგარის ლაბორატორიამ გვიჩვენა, რომ ამ პაციენტთან არ დასტურდება კოვიდინფექცია. შემიძლია გითხრათ, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ამ პაციენტს კოვიდინფექცია არ გააჩნია. მისი მდგომარეობის დამძიმების მიზეზი ფილტვ-გულის ქრონიკული უკმერისობა, ასევე ამ ეტაპზე სახეზეა მძიმე სეფსისი, სეპტიური შოკი, ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრონი, თირკმლის მწვავე უკმატისობა. პაციენტს უტარდება ყველა საჭირო მკურნალობა, ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. 

დანარჩენი სამი პაციენტი ასევე არის მძიმე, მაგრამ ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია. ასევე, პაციენტები, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან, ბოლო 24 საათის განმავლობაში მცირე დადებითი კლინიკური სურათი გვაქვს. ეტაპობრივად ხორციელდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია“, - განაცხადა რატიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system