თავში

რატიანი: სამივე პაციენტთან დადებითი დინამიკა შეინიშნება

რატიანი: სამივე პაციენტთან დადებითი დინამიკა შეინიშნება
რატიანი: სამივე პაციენტთან დადებითი დინამიკა შეინიშნება

შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკაა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჰემოდინამიკის მაჩვენებლები უფრო სტაბილურია, ვიდრე იყო რამდენიმე საათის წინ.

,,გაჩნდა სიცოცხლის ნიშნები ანუ გუგის რეფლექსი. ვიმედოვნებთ, რომ პაციენტები დაიწყებენ დადებითი დინამიკით გამოჯანმრთელებას. ხორციელდება ყოველწუთიერი მონიტორინგი. ყველაფერს აკეთებს მედპერსონალი, რათა მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს. პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან“, – განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system