თავში

რატიანი: ვინც კორონავირუსს გადაიტანს ვაქცინა აღარ დასჭირდება

რატიანი: ვინც კორონავირუსს გადაიტანს ვაქცინა აღარ დასჭირდება
რატიანი: ვინც კორონავირუსს გადაიტანს ვაქცინა აღარ დასჭირდება

,,ბევრი მეცნიერი წერს, რომ ამ ვირუსის გადატანის შემთხვევაში ვაქცინაცია საჭირო აღარ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა და ეს სახადი დაავადება ვაქცინის შემოსვლამდე მოიხადა, ასეთ ადამიანს ვაქცინა არ სჭირდება", - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსი ორგანიზმში მყარ იმუნიტეტს ტოვებს. 

,,მრავალი დაავადება არსებობს: წითელა, წითურა, რომელიც ვერაგი იყო, მაგრამ კაცობრიობა მოერია.

ერთად დგომით, მზრუნველობით გადავრჩებით, იმედია, ამის რესურსი ჩვენს ერს აქვს. 

დღეს მედიცინაში ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ ვისწავლეთ, თითქოს მთელმა მედიცინამ და ბიოლოგიურმა სამყარომ სხვა დაავადებები დაივიწყა და ყველა კორონავირუსზე გადაერთო, მაგრამ ამ ეტაპზე ეს აქტუალურია, ახლა ძირითადი ამოცანაა, ეს ვირუსი დავამარცხოთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა ,,მაესტროს" ეთერში.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 068 შემთხვევა გამოვლინდ და ინფიცირებულთა რაოდენობა 152 704-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 2 336 პაციენტი და საერთო რაოდენობა 126 904-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 38 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 425 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system