თავში

რატომ ადარებს COVID-19-ს ქართველი ეპიდემიოლოგი ღორის გრიპს

რატომ ადარებს COVID-19-ს ქართველი ეპიდემიოლოგი ღორის გრიპს
რატომ ადარებს COVID-19-ს ქართველი ეპიდემიოლოგი ღორის გრიპს

სპეციალისტები COVID-19-ის მოსალოდნელი პიკის შესახებ განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ.

როდის შეიძლება დადგეს პიკი და  როდის შეძლებს ქვეყანა ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას?   report.ge-ის ამ კითხვებს ეპიდემიოლოგმა და ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, პიკი, არ არის პანდემიის აუცილებელი ნაწილი და ეპიდემია შესაძლოა, ერთეული  შემთხვევებითაც დასრულდეს. 

"დღეს ყველა პიკს ელოდება. ამ დროს, ეს არ არის გარდაუვალი აუცილებლობა და ეპიდემიების მიმდინარეობის აუცილებელი ნაწილი. გასაგებია, რომ ჩვენ დასავლეთ ევროპის ქვეყნების და აშშ-ს მაგალითს ვუყურებთ, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ვირუსს ჩვენთანაც მსგავსი განვითარება ჰქონდეს. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ ერთეული შემთხვევებით წავიდეთ და ასე მიილიოს შემთხვევათა რაოდენობა,"- ამბობს მაია ბუწაშვილი.

ინფექციონისტი არ გამორიცხავს, რომ COVID-19-ს ზუსტად იგივე განვითარება ჰქონდეს, როგორც ეს ღორის გრიპს - H1N1-ს აქვს.

"ბოლო პანდემია - H1N1 რომ განვიხილოთ, რომელმაც მოიცვა მოსახლეობის 20% . ის არსად წასულა, პერიოდულად კვლავ ბრუნდება. პირველ სეზონზე H1N1-მა თავის თავი ამოწურა და მას შემდეგ, ყოველ ჯერზე ბევრად შესუსტებული ფორმით ბრუნდება.  სავსებით შესაძლებელია, ამ ეპიდემიამაც ჩვენს ქვეყანაში ჩაიაროს H1N1-ის მსგავსად. ტესტირების ალგორითმიც იცვლება, ახლა უფრო მეტი რაოდენობის ტესტები ტარდება.  ერთ კვირაში თუ ბევრი ინფიცირებული არ გვეყოლება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვირუსმა ვერ მოასწრო საქართველოში ფართო გავრცელება. თუ ასე მოხდა,  შიდა რეგულაციების შერბილება უკვე შესაძლებელი იქნება და სასურველიც", - უთხრა report.ge-ს მაია ბუწაშვილმა

  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system