თავში

რატომ არ აიცრა ჯანდაცვის მინისტრი მეორე დოზით - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

რატომ არ აიცრა ჯანდაცვის მინისტრი მეორე დოზით - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება
რატომ არ აიცრა ჯანდაცვის მინისტრი მეორე დოზით - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ ერთჯერადად არის აცრილი, რუსთავი 2-ის ეთერში განმარტა, რა მიზეზით არ გაიკეთა ვაქცინის მეორე დოზა ამ დრომდე:

"ამაზე არის ძალიან ბევრი კითხვა საზოგადოებაში. ახსნა არის ძალიან მარტივი, მე პირველი დოზა გავიკეთე
"ასტრაზენეკას" ვაქცინით, რომელიც იმ პერიოდში იყო მიღებული საქართველოს მოქალაქეებისთვის და შეიძლებოდა ჩათვლილი ყოიფილიყო როგორც უსაფრთხო ვაქცინა, მაგრამ იმ ინტერვალში, ვიდრე მე მეორე დოზას გავიკეთებდი, უკვე ვიყავი ინფიცირებული.

მერე გამოვიდა ახალი დადგენილება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ეს ვაქცინა გარკვეულ რისკებს შეიცავდა, მან ჩემს ჯანმრთელობაზეც გარკვეული, მცირედი გავლენა მოახდინა, რის გამოც საჭიროდ ჩაითვალა გარკვეული კონსულტაციები, თუ რომელი ვაქცინით უნდა გავაგრძელო აცრა.

დღეს კი უკვე ცნობილი ხდება, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან სხვა ტიპის ვაქცინებით, აცრილი, დასაშვებია  დასაშვებია მორიგი აცრა "ფაიზერის" ვაქცინით და ასევე ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება და აიცრან "ფაიზერის" ვაქცინით. 

ასე რომს იყო მთელი პროცესი, რომელიც რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე იქნებოდა საჯარო, გახდებოდა კამათის და დისკუსიის საგანი, ამიტომ ვიდრე მკაფიო პასუხები გვექნებოდა, მეც მქონდა ვალდებულება, რომ არ შემექმნა და დამენერგა პანიკა საზოგადოებაში.

ხოლო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა და დაზუსტდა, რომელია ჩემი შემდგომი ვაქცინა, მე მივიღებ ჩემს კუთვნილ დოზა ვაქცინას წლის ბოლომდე" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system