თავში

რატომ არ არის რეანიმატოლოგი ციხის საავადმყოფოში

რატომ არ არის რეანიმატოლოგი ციხის საავადმყოფოში
რატომ არ არის რეანიმატოლოგი ციხის საავადმყოფოში

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, თუ რატომ არ არის რეანიმატოლოგი გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში, სადაც საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს სთავაზობენ გადაყვანას.

"რეანიმატოლოგების რესურსი ჩვენ მთლიანად წამოვიყვანეთ სამოქალაქო სექტორში, კოვიდის პანდემიის დროს. არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ რეანიმატოლოგები იქ დაგვეტოვებინა. დღეს უკვე მომზადებული და მობილიზებულია რეანიმატოლოგების ჯგუფი და მზად არიან როდესაც გახდება საჭირო ჩაერთონ პროცესებში. არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ ცარიელ ოთახში ყოფილიყო რეანიმატოლოგი როდესაც მე მივედი იქ ან როდესაც მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

ჩვენს წინაშე დგას ორმაგი პასუხისმგებლობა: ერთი მოშიმშილე პირის მიმართ და მეორე სამედიცინო პერსონალის მიმართ ვინც იქ მიდის, რომ იყოს იქაურობა აღჭურვილი.

დიახ, ეს კლინიკა ნამდვილად არის მრავალპროფილური, ამიტომ ჩვენ გვჭირდება კონსილიუმის დასკვნა რა სპეციალიზებული დახმარების აღმოჩენაა საჭირო," - განაცხადა თამარ გაბუნია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system