თავში

რატომ არ გადავიდა კლინიკაში ინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი

რატომ არ გადავიდა კლინიკაში ინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი
რატომ არ გადავიდა კლინიკაში ინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა, ამ დროისთვის სახლში იმყოფება და ვირუსის სიმპტომებიდან მხოლოდ ტემპერატურა აღენიშნება. მომღერლის თქმით, თავს კარგად გრძნობს. 

ნოდიკო ტატიშვილმა კორონავირუსზე შემოწმება ერთ-ერთ ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც პასუხი დადებითი აღმოჩნდა, ის სახლში დარჩა. ამბობს, რომ დამატებითი რეკომენდაციებისთვის არავინ დაკავშირებია.

"მე მქონდა ხუთშაბათს შეხება ერთ-ერთ ქალბატონთან, ოღონდ ფიზიკურად ახლოს არა, არც გადამიკოცნია, არც ხელი ჩამომირთმევია, უბრალოდ მას გვიან მისცა სიცხე, მეორე დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი. მე ჩემი გადაწყვეტილებით გადავედი თვითიზოლაციაში. გუშინწინ აღმოჩნდა სუსტად დადებითი, გუშინ კიდევ გადაამოწმეს და დადასტურდა. არ ვარ ცუდად და ტემპერატურა დღეს დილით მქონდა 35.5, გუშინ საღამოს მქონდა 37.3," - განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system