თავში

რატომ არ წყვეტს შიმშილობას პაატა ბურჭულაძე

რატომ არ წყვეტს შიმშილობას პაატა ბურჭულაძე
რატომ არ წყვეტს შიმშილობას პაატა ბურჭულაძე

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ შიმშილობას მხოლოდ მაშინ შეწყვეტს, როცა დარწმუნდება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკაშია გადაყვანილი.

"მემგონი ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი რომ არ მჯერა მე მათი ბოლომდე. ესენი არიან საერთაშორისო დონის თაღლითები. არამარტო შინაური, საერთაშორისო თაღლითები. გაეროს ასამბლეაც კი გადააგდეს. მაგრამ მე მინდა რომ დავრწმუნდე ამაში, ტყუილი მოდის ყოველ წუთში "ოცნებიდან", დილას, შუადღეს, საღამოს. მე უნდა დავრწმუნდე, რომ მიხეილ სააკაშვილი, ჩვენი პრეზიდენტი გამობრძანდება ციხიდან და მიიყვანენ ჰოსპიტალში, ამას რომ დავინახავ, მე შევწყვეტ შიმშილობას", - ამბობს პაატა ბურჭულაძე.

პაატა ბურჭულაძემ შიმშილობა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 16 ნოემბერს დაიწყო.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

ცნობილია მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც - ის გორის ჰოსპიტალში გადასვლას არ ეწინააღმდეგება, თუმცა აქვს გარკვეული პირობა და მისი საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იუსტიციის მინისტრის შეთავაზების შემდეგ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შიმშილობის შემდგომი მკურნალობისთვის ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანესელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ კლინიკიდან მიმართვაც გაავრცელა და ექიმებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. 

ასევე შიმშილობის შეწყვიტის გადაწყვეტილება მიიღეს რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system